დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენად სასარგებლოა ლუდი

რამდენად სასარგებლოა ლუდი

27-08-2023 11:00:44

თუ ითვლით კალორიებს და გსურთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, ალბათ გგონიათ, რომ ლუდზე უარი უნდა თქვათ.

როგორც alcoshop.ge-ს სტატიაშია აღნიშნული, ლუდი, როგორც წესი, არის მძიმე და ნახშირწყლებით სავსე სასმელი.   

თუმცა, არსებობს მსუბუქი, დაბალკალორიული ლუდის ფართო არჩევანი, რომელიც შეიძლება იყოს ისეთივე კარგი, როგორიც თქვენი რჩეული ლუდია.

ნამდვილად შეგიძლიათ მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი ზომიერად. უბრალოდ უნდა ნახოთ მისი კალორიული შემცველობა.

მოდით გადავხედოთ კალორიების საშუალო რაოდენობას, რომელიც ლუდის ბოთლის ეტიკეტზეა დატანლი. ასევე  გავეცნოთ სხვადასხვა სასარგებლო თვისებებს ჯანმრთელობისთვის, რომელიც ლუდს გააჩნია.

ასევე დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ლუდი მავნებელია და მასზე უარის თქმა აუცილებელია, როგორც წონაში კლებისთვის, ასევე ჯანმრთელობისთვის.

რამდენი კალორიაა საშუალოდ ლუდში?

ლუდის კალორიები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ბრენდი, სტილი და ალკოჰოლის შემცველობა. 1 ბოთლი (0.5 ლ) ლუდი, საშუალოდ შეიცავს დაახლოებით 150 კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი 50-დან 100 კალორიამდე.

ლუდი მზადდება მარცვლეულის მოხარშვისა და საფუარის დუღილის შედეგად. საფუარი იღებს მარცვლეულის შაქარს და სახამებელს და გარდაქმნის მათ ალკოჰოლად.

ლუდში შემავალი კალორიები მოდის როგორც ალკოჰოლიდან, ასევე დაუდუღებელი მარცვლეულის ნახშირწყლებიდან. ამიტომ სუფთა ალკოჰოლი, ისევე როგორც არაყი, უფრო კალორიულია.

ლუდში კალორიების მთავარი მაჩვენებელი ალკოჰოლის შემცველობაა. რაც მითითებული იქნება ეტიკეტზე, ზოგჯერ შემოკლებით ABV%. საშუალოდ, არის დაახლოებით 5% ABV. თუმცა, ლუდი მეტი ალკოჰოლით, შეიცავს ბევრ კალორიას, ხოლო მსუბუქი ლუდი, ნაკლებ ალკოჰოლს და შესაბამისად ნაკლებ კალორიას.  

რამდენად სასარგებლო ან საზიანოა ლუდი?

ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი რაოდენობით ღვინის მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს. ამ მოსაზრებამ ხალხი დააფიქრა, შეიძლება თუ არა მსგავსი სარგებელი მოგვიტანოს ლუდმა?

ხშირად ლუდს მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კალორიულ ალკოჰოლურ სასმელად და ამის გამო უარყოფითად აფასებენ. მიუხედავად ამისა, ის შეიცავს საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს. ჩვეულებრივი და მსუბუქი ლუდი შეიცავს ნიაცინს, რიბოფლავინს, ქოლინს, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, ფოსფორს, სელენს, ვიტამინ B12-ს და პანტოტენის. თუმცა, არასოდეს გამოიყენოთ ლუდი, როგორც ვიტამინების ერთადერთი შემცვლელი, რადგან ლუდის რეკომენდებულ რაოდენობაზე ბევრად მეტის მიღება მოგიწევთ იმისთვის, რათა ყოველდღიურობისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები მიიღოთ.

მსუბუქი და ზომიერი რაოდენობით ლუდის დალევა ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო. შეერთებულ შტატებში კვლევებმა აჩვენა, რომ ლუდის ზომიერი მიღება საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადების რისკებს.

თორმეტ კვირიან კვლევაში 36 ჭარბწონიან ზრდასრულზე დაკვირვებისას მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მოხმარება აუმჯობესებს HDL-ის, ანუ  ქოლესტერინის ანტიოქსიდანტურ თვისებებს და ორგანიზმს აძლევს უნარს, დაწვას ქოლესტერინი. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის ზომიერად მიღებას შეუძლია შეამციროს გულის დაავადებების რისკი ისევე, როგორც ღვინის შემთხვევაში.

ცოტა რამ, ზოგადად ალკოჰოლის შესახებ

ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მსუბუქი და ზომიერი ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლში შაქრის დონე, რაც აუცილებელია დიაბეტით დაავადებულთათვის. 

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი ალკოჰოლის მოხმარება ამცირებს ინსულინის რეზისტენტობას, რაც დიდი რისკ-ფაქტორია დიაბეტისთვის. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ღვინის ზომიერი მიღება ასოცირდება დიაბეტის რისკის შემცირებასთან 43%-ით მამაკაცებში და 58%-ით ქალებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პოტენციური სარგებელი დაკავშირებულია მხოლოდ მსუბუქად და ზომიერად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ანუ დღეში ერთ ან ორ ბოთლ ლუდთან ან 1-2 ჭიქა ღვინოსთან. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ყოველთვის ზიანს აყენებს ორგანიზმს.

რამდენად უწყობს ხელს ლუდი წონის კლებას?

თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი ზომიერად და მაინც დაიკლოთ წონაში. ყოველდღე, თქვენი სხეული წვავს კალორიების გარკვეულ რაოდენობას, მაშინაც კი, თუ არ ვარჯიშობთ. ეს დამწვარი კალორიები მოდის ყოველდღიური საქმიანობიდან, როგორიცაა სიარული, დგომა, სუნთქვაც კი.

ლუდის დალევასთან დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა, წონის მომატება გამოიწვიოს. უპირველეს ყოვლისა, ორგანიზმი ეთანოლს, აღიქვამს, როგორც ტოქსინს და აქტიურად მუშაობს ალკოჰოლის რაც შეიძლება მალე მოშორებაზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი პრიორიტეტს მიანიჭებს ალკოჰოლის გადამუშავებას.

კიდევ ერთი, ნაკლებად მეცნიერული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ხშირად წონის მატება დამოკიდებულია არა ლუდზე, არამედ იმ საკვებზე, რომელსაც ვიღებთ ლუდთან ერთად.

ალკოჰოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე, რაც იწვევს უფრო მეტი რაოდენობით საკვების მიღებას, ვიდრე ამას ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში აკეთებს.

თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს ყველაფერი ლუდის ზომიერად მიღების შემთხვევაში ერთი ან ორი ბოთლი ლუდის მიღება არ შეაფერხებს წონის კლების პროცესს მანამდე ვიდრე ყოველდღიურად ითვლით კალორიებს. მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ კალორიებს ლუდის დალევისას. თუ ამ ყველაფერს აკონტროლებთ, შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ თქვენი საყვარელი ლუდი.

შეგიძლიათ იხილოთ ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი alcoshop.ge-ზე: www.alcoshop.ge/categories/beer

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები