დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამ გამოიწვია შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტი - PMCG-ის შეფასება

რამ გამოიწვია შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტი - PMCG-ის შეფასება

29-09-2023 12:00:08

 PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერის“ მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ამასთან, 2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. 

PMC-ის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი შოთა მაჭარაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ეს მაჩვენებლები შრომის ბაზრის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ამბობს, რომ კოვიდპანდემიის პერიოდში შრომის ბაზრის სტრუქტურა შეიცვალა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე კადრების დეფიციტი გააჩინა. 

„კოვიდპანდემიის პერიოდში 2020 წელს როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში შრომის ბაზრის სტრუქტურა შეიცვალა. რაც იმაში გამოიხატა, რომ ადამიანები კარანტინის გამო დასაქმდნენ მომიჯნავე სექტორებში. 

მაგალითად, ჰორეკა ან მომსახურების სფეროში დასაქმებულები და გადავიდნენ ისეთ სექტორებში, სადაც მომხმარებელთან უშუალო კონტაქტი არ იყო საჭირო. კერძოდ, IT სექტორში. ამან გამოიწვია სექტორული ცვლილებები საქართველოს შრომის ბაზარზე და ეს ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა.

სწორედ ამიტომ შრომის ბაზარი გახდა ნაკლებად ეფექტიანი, რადგან დამსაქმებლებს უჭირდათ შესაბამისი კადრების მოზიდვა და დასაქმება. ამიტომ 2022 და 2023 წელსაც საკმაოდ პრობლემური გახდა შრომის ბაზრის ეფექტიანობასთან დაკავშირებული საკითხები“, - ამბობს PMC-ის კვლევითი ცენტრის უმცროსი მკვლევარი.

კერძოდ, ბევერიჯის მრუდის თანახმად ბიზნესსექტორისთვის კვლავ  გამოწვევაა სპეციალისტების ნაკლებობა და მუშა-ხელის სიმცირე, რაც სწორედ ამ სექტორული ცვლილებებით იყო გამოწვეული. 

თუმცა, საქართველოს შრომის ბაზარზე კადრების დეფიციტზე გავლენა ადამიანების მომიჯნავე სექტორებში გადასვლის გარდა გავლენა ჰონდა მიგრაციასაც. 

„შესაბამისად ეს ფაქტორები შემსუბუქდა 2023 წლის მეორე კვარტალში. რაც გამოხატული იყო ვაკანსიების გამოცხადების რაოდენობისა და უმუშევრობის დონის შემცირებაში და შესაბამისად შრომის ბაზრის ეფექტიანობა თანდათან უახლოვდება 2019 წლის მეოთხე კვარტლისკენ არსებული ვითარებას“, - ამბობს შოთა მაჭარაშვილი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა. 

იგივე თემაზე: 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები