დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Radisson Blu Hotel Batumi-ში ქართული რესტორანი „მედეა“ ახალი ინტერიერითა და განახლებული მენიუთი დაბრუნდა

Radisson Blu Hotel Batumi-ში ქართული რესტორანი „მედეა“ ახალი ინტერიერითა და განახლებული მენიუთი დაბრუნდა

25-05-2024 14:45:00

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, რადისონ ბლუ ბათუმის ქართული რესტორანი „მედეა“ განახლებული ინტერიერითა და მენიუთი ელოდება სტუმრებს. 168-ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის არქიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს, მიკელე დე ლუკის ეკუთვნის. სასტუმრო სილქ როუდ ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული პროექტია, რომელიც ბათუმში 2011 წელს გაიხსნა. 

ქართული სამზარეულოს ხასიათი და ტრადიცია კარგად ჩანს „მედეას“ მრავალფეროვან მენიუში. ამასთან, აქ დაგხვდებათ წინანდლის მამულის ღვინოების ფართო არჩევანი. იმისთვის, რომ ბათუმში სასტუმროსა და გარე სტუმრებმა ბოლომდე შეიგრძნონ ავთენტური ქართული გემო, სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფმა — ირაკლი ასათიანმა  და მისმა გუნდმა შეფ დავით კომახიძის ხელმძღვანელობით, საკმაოდ დიდი დრო დაუთმო მენიუს შექმნას. 

ირაკლი ასათიანის თქმით, „რესტორანი მედეას“ განახლება პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მომხმარებლის მოლოდინი არის საკმაოდ მაღალი. „სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა გუნდმა დიდი ენერგია დავუთმეთ თითოეულ დეტალს. ჩვენ ვეცადეთ, ყველა ის გემო მოგვეტანა მომხმარებლამდე, რაც ქართულ კულინარიას განსხვავებულს ხდის, თავისი მრავალფეროვნებით და ხასიათით“.

განსხვავებულ კონცეფციას სრულყოფილად აქცევს რესტორნის დიზაინი, რომელიც Noa Studio-ს ეკუთვნის. დახვეწილი, ელეგანტური ინტერიერი დახურულ სივრცეში ნათელი და თბილი ფერებით გამოირჩევა. გამწვანებულ ტერასაზე სტუმრების მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე ელოდება. ამ ზონაში კომფორტული მოსასვენებელი სივრცე მოეწყო სტუმრებისთვის. საგულდაგულოდ შერჩეული მცენარეები ზღვასთან კავშირის შეგრძნებას ამძაფრებს და სტუმრებში სასიამოვნო ემოციას აღძრავს. 

სასტუმროსა და რესტორნის მართვას ახორციელებს სილქ ჰოსფითალითი. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები