საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
უახლესი
4 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა16 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები