დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა უნდა ნახოთ სტამბულში - voyager 365-ის რჩევები

რა უნდა ნახოთ სტამბულში - voyager 365-ის რჩევები

18-06-2023 10:00:59

სტამბული, იმ იშვიათი ქალაქების სიაშია, რომელიც წლის განმავლობაში მილიონობით ტურისტს „აიძულებს“ მის განსაკუთრებულ აზიური და ევროპული კულტურით სავსე იდენტურ გარემოს ეზიაროს.

ტურისტული კომპანია voyager 365 მსურველებს სტამბულში მოგზაურობისთვის გარკვეულ რჩევებს უზიარებს. როგორც ტურისტული კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს მომაჯადოვებელი ქალაქი სავსეა არქიტექტურული ძეგლებით.

ძველის და ახლის სინქრონული შერწყმა კი, უკვე ჩავლილ წარსულს ჩვენს თვალწინ აცოცხლებს. კოშკები, მეჩეთები, ბოსფორის სრუტე, აზიური სურნელი, ჰელენისტური პერიოდიდან თანამედროვე შედევრებამდე.

სტამბულში ჩასულებმა, მსოფლიოს მერვე საოცრება აია სოფია აუცილებლად უნდა ნახოთ. ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში დაობდნენ – რა იყო აია სოფიას ქვეშ.

ლეგენდის თანახმად, როცა ქალაქი ოტომანებმა დაიპყრეს, მღვდელებმა ბიზანტიური იმპერიის რელიქვიები გადამალეს საიდუმლო ოთახებში. სხვები ამბობნენ, რომ იქ თვით ეშმაკია დატუსაღებული. ეს მხოლოდ შეთხზული ისტორიებია, სტამბული კი ნამდვილად სავსეა მისტიური ლეგენდებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იზნიკური კერამიკული ფილებითა და ვენეციური ვიტრაჟებით გაწყობილი ლურჯი მეჩეთი. დილის 9 საათიდან მზის ჩასვლამდე, ლოცვის დროს, იქ შესვლა ადგილობრივების მოთხოვნით შეუძლებელია.

სტანულში ვიზიტისას უნდა ნახოთ გრანდ ბაზარი „ქალაქი ქალაქში“. რომელიც 66 ქუჩისგან და 4000 -ზე მეტი მაღაზიისგან შედგება.

თვალის მომჭრელი ფერები, უამრავი გამოუყენებელი ნივთი, რომელიც მათი ყიდვის სურვილს მაინც გაგიჩენთ. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტრადიციული ნაკეთობები, ჭურჭელი, ტკბილეული, სამკაულები ეს მცირე ჩამონათვალია იმ ნივთების, რასაც ამ უზარმაზარ ლაბირინთში შეხვდებით.

მარტივად რომ ვთქვათ, ვაჭრობის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ფასები არც თუ ისე დაბალია, თუმცა თურქებს უყვართ ვაჭრობა, არც ქართველები ჩამოვრჩებით, ასე რომ არამგონია გულდაწვეტილები დაბრუნდეთ შინ.

აუცილებლად გაისეირნეთ ტაქსიმზე, რომელიც სავსეა მაღაზიებით, კლუბებით, კაფეებით. განსაკუთრებით ლამაზია დეკემბერში. თუმცა მგონია რომ სტამბულს წელიწადის ნებისმიერი თვე უხდება.

იცოდით რომ თურქები გამოირჩეოდნენ კატების ზედმეტი სიყვარულით?! რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ქალაქში 2012 წელს კატების რიცხვმა ადამიანების რიცხვს გადააჭარბა. თუ სადმე არ გინახავთ კატის სკულპტურა, მას სტამბულში შეხვდებით.

ქალაქში კატა ტობილის ქანდაკება დგას, რომლიც მშვიდი სახით, მჯდომარე პოზაში გაჰყურებს ჰორიზონტს. სკულპტურის დასადგმელად ადგილობრივებს 17 000 ხელმოწერა დაჭირდათ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები