კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 16%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში 33%-იან ზრდას აჩვენებს.
აგვისტოში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 176 ერთეული პრეტენზია შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, ივლისში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 596 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის აგვისტოში 1 635 პრეტენზია.
აგვისტოში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 61%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. მხოლოდ აგვისტოში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 253 პრეტენზია დაფიქსირდა.
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:
ტრანზაქციები - 1221 პრეტენზია,
ადმინისტრაცია/მომსახურება - 438 პრეტენზია,
ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 173 პრეტენზია,
მომსახურების საკომისიოები - 66 პრეტენზია,
ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 62 პრეტენზია,
საპროცენტო შენატანები - 38 პრეტენზია,
თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 36 პრეტენზია,
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 23 პრეტენზია,
ეთიკასთან დაკავშირებული - 14 პრეტენზია,
რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 6 პრეტენზია,
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #32/04 ბრძანების მოთხოვნის დარღვევა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე - 3 პრეტენზია,
პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 1 პრეტენზია,
კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 1 პრეტენზია,
სხვა - 86 პრეტენზია.
უახლესი
3 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე5 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს5 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა