საგამოძიებო სამსახურში კომპანია MasterCard/Ciphertrace-ის რეგიონულ მენეჯერებთან სებასტიენ ვეილანტთან და დავით ზღუდაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და მიმოიხილეს ვირტუალური აქტივის გამოყენებით, ფულის გათეთრების გამოვლენასთან დაკავშირებული გამოწვევები, მის გადასაჭრელად საჭირო თანამედროვე მიდგომები და ტექნიკური შესაძლებლობები.
აგრეთვე, მხარეებმა განიხილეს ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები, სპეციალისტთა პრაქტიკული გადამზადების და ბლოკჩეინში განხორციელებული ციფრული ჩანაწერების ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასთან დაკავშირებით, რა მიმართულებითაც აქტიური კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა