სასტუმროში დასვენებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Borjomi Likani Health & Spa Centre -ს რეზერვაციების კოორდინატორმა მარიამ კურტანიძემ განუცხადა.
„ამ ეტაპზე აქციები გვაქვს და 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება სასტუმრო ოთახებზე, ხოლო ხანგრძლივ ჯავშნებზე 30%-იანი. იგეგმება ახალი წლის ღამეს გალა-ვახშამი, რომელზეც მოთხოვნა მაღალია“,- ამბობს მარიამ კურტანიძე.
მისი ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასები ყოველდღურად იცვლება და კონკრეტულ დღეებსა და თარიღებზე გვაქვს კონკრეტული ტარიფებია.
„გალა-ვახშამზე გათვალისწინებულია საახალწლო ვახშამი, ცოცხალი მუსიკა - ჯგუფი „ჩვენებურები“, გასართობი პროგრამა , ფოიერვერკ შოუ და საჩუქრები“, - აცხადებს სასტუმროს რეზერვაციების კოორდინატორი.
„სასტუმროში ჩამოდიან ტურისტები თითქმის მთელი მსოფლიოდან. Borjomi Likani Health & Spa Centre -ს ძირითადი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ სტუმრებს ვთავაზობთ გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და სამედიცინო მომსახურებას რაც ჩვენი სასტუმროს პრიორიტეტია“, - ამბობს მარიამ კურტანიძე.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომი ლიკანი ქალაქ ბორჯომში, წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს და თბილისის აეროპორტიდან მხოლოდ 177კმ-ითაა დაშორებული. ბორჯომი ლიკანი , ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზეა.
სასტუმროში განთავსებულია 151 კომფორტული ოთახი თვალწარმტაცი ხედებით. სასტუმროში მდებარეობს 3 თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი, მთლიანი სივრცით 374 კვ.მ. და სამეჯლისო დარბაზი - 166 კვ.მ.
„ბორჯომი ლიკანის სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრი სასტუმროს კიდევ ერთი სიმდიდრეა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ განსაკუთრებული თერაპიებით, რომლებსაც ასრულებენ გამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები. სხეულისა და სახის მოვლის თითოეული პროცედურა როგორც მომენტალურ, ასევე გრძელვადიან შედეგებს იძლევა.
არაჩვეულებრივი მასაჟისა და მრავალფეროვანი სპაპროცედურების გარდა, ბორჯომი ლიკანის სპაცენტრი საკუთარ სტუმრებს დიდ საცურაო აუზს, ჯაკუზის, ფიტნეს დარბაზს, რუსულ და ფინურ საუნებს, ორთქლის ოთახსა და თურქულ აბანოს სთავაზობს“,- აცხადებენ სასტუმროში. .
სასტუმროს წარმატების მთავარი გასაღები მისი სამედიცინო ცენტრია, სადაც პროფესიონალი ექიმები ყველა სტუმართან ინდივიდუალურად მუშაობენ, რათა შექმნან მათთვის შესაბამისი სამედიცინო პროგრამა.
“ბორჯომი” ნატრიუმის ჰიდროკარბონატული სამკურნალო მინერალური წყალია, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების, თირკმელების და სხვა ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. სასტუმროს სამედიცინო ცენტრში პროცედურები “ბორჯომის” სამკურნალო წყლის საფუძველზე ტარდება.
ბორჯომი ლიკანი საკუთარ სტუმრებს სთავაზობს პროფესიონალურ სარეაბილიტაციო და დიაგნოსტიკურ ცენტრს, რომელიც აღჭურვილია წამყვანი სამედიცინო კომპანიების თანამედროვე აპარატურით.
სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ბორჯომი ლიკანის ლობი ბარი, რომელიც ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებითა და გემრიელი სასუსნავით გიმასპინძლებთ“, - აცხადებენ სასტუმროში.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომი ლიკანი ქალაქ ბორჯომში, წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს და თბილისის აეროპორტიდან მხოლოდ 177კმ-ითაა დაშორებული. ბორჯომი ლიკანი , ლიკანის ცნობილი მე-4 სამმართველოს სანატორიუმის ტერიტორიაზეა.
უახლესი
1 საათის წინ
რა არის ბრომატი?