დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შეთავაზება აქვს Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს მომხმარებლებისთვის

რა შეთავაზება აქვს Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს მომხმარებლებისთვის

11-08-2023 22:25:13

Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ი გარკვეული კაკეგორიის სასტუმრო ნომრებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქცია თვის ბოლომდეა აქტიური. 

„შემოუერთდი მარიოტის კამპანიას “STAY LONGER ON US” დაჯავშნე მინიმუმ 7 ღამე და მიიღე 25% იანი ფასდაკლება სანსეტ და ჯუნიორ კატეგორიის ოთახებზე.

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995322999900

შეთავაზება მოქმედებს 31 აგვისტოს ჩათვლით“,- აღნიშნულია სასტუმროს მიერ გაკეთებულ შეთავაზებაში. 

„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ საერთაშორისო  ბრენდის Autograph  Collections-ის  პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში.

პარაგრაფი შავი ზღვის მაგნიტური სამკურნალო ქვიშის  სანაპიროსა და მრავალწლიან ფიჭვნარს შორის მდებარეობს.  კურორტი შეკვეთილი ცნობილია მისი  განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით და მიკროკლიმატით.   

„პარაგრაფი რეზორტი და  სპა შეკვეთილი“ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, კომფორტსა და საინტერესო თანამედროვე დიზაინს აერთიანებს.

 „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ ყველა ტიპის დამსვენებელზეა ორიენტირებული და გთავაზობთ როგორც  მშვიდ, საოჯახო ტიპის დასვენებას, ასევე შესაბამის სივრცეებს საქმიანი თუ გასართობი შეხვედრებისა და  ღონისძიებებისთვის.

უნიკალური და რეგიონში ყველაზე დიდი  აკვარიუმი ზღვის იშვიათი ბინადრებით,  ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებითა და ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა  დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია.

„პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ გთავაზობთ 220 ნომერს კერძო აივნებითა ზღვის ულამაზესი ხედებით. ოთახების მოცულობა 170 კვადრატულ მეტრამდე ადის. ნაზი ფერებისა და ზღვით შთაგონებული ხასხასა დეტალების დახვეწილი დიზაინი განტვირთვისა და კომფორტის მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. თითოეული ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ყველა საჭრო ელემენტით. დაისვენეთ ღრუბელივით დიდ და რბილ ლოგინზე, გამოსცადეთ კომფორტული და დახვეწილი მისაღებები, დიდებული აბაზანები და ტროპიკული შხაპები.

ასევე სასტუმრო გთავაზობთ ორ საპრეზიდენტო ოთახს, რომელთა ინტერიერს ულამაზესი თეთრი როიალი ამშვენებს, აქვს კერძო სპორტული დარბაზები და ჯაკუზი.

იდეალური დასვენება წარმოუდგენელია სრული განებივრების გარეშე. პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილი სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობას გართობისთვის, საქმიანი მოღვაწეობისთვისა თუ უბრალოდ განტვირთვისთვის.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები