დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა შეღავათებით სარგებლობენ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები

რა შეღავათებით სარგებლობენ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები

27-07-2023 16:10:51

რა შეღავათებით სარგებლობენ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები? შემოსავლების საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით.

მოგების გადასახადი

გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან , თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

დამატებული ღირებულების გადასახადი

დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება თიზ-ში უცხოური საქონლის შეტანა და თიზ-ში განხორციელებული ოპერაციები.

ქონების გადასახადი

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება 

იმპორტის გადასახადი

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ)

(შენიშვნა: თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე).

საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისათვის ფუნქციონირებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

რაც შეეხება საგარეჯოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ის ოფიციალურად მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს. 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. ის წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. მისი შექმნა შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და იქმნება:

საქართველოს მთავრობის ინიციატივით;  

ფიზიკური ან იურიდიული პირის – ორგანიზატორის მოთხოვნით.

საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით თიზ-ში განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი – მოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი, სადაც, საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები.

 შენიშვნა: ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ვალუტით.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაუშვებელია შენობის საცხოვრებლად გამოყენება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები