დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სარგებელს მიიღებენ ბალდის კანიონის პროექტით ადგილობრივები - გოგა მერკვილაძე პროექტის შესახებ

რა სარგებელს მიიღებენ ბალდის კანიონის პროექტით ადგილობრივები - გოგა მერკვილაძე პროექტის შესახებ

10-02-2024 13:30:00

ბალდის კანიონის პროექტზე მომუშავე კომპანიის, „კანიონი 350-ის“ დამფუძნებელი გოგა მერკვილაძეს ბალდის კანიონის  პროექტზე, მის მოსალოდნელ შედეგებზე და პროექტის მოწინააღმდეგეთა  არგუმენტებზე ვესაუბრეთ.

როგორც ინვესტორი განმარტავს, პირველ რიგში, სწორედ ბალდა და ბალდელები ისარგებლებენ იმ პირდაპირი და დამატებითი სიკეთეებით, რომლებსაც კანიონის პროექტი მოიტანს. მისივე თქმით, აღნიშნული სარგებელი ძალიან კარგად ჩანს მარტვილის მაგალითზე, სადაც კანიონის პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი განვითარების დაწყება მოყვა. რაიონში სადაც  2 სასტუმრო და 1 რესტორანი იყო, დღეს 60-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სასტუმრო, 10-ზე მეტი რესტორანი და 5-მდე საოჯახო მარანი გაჩნდა.

ამ რაიონიდან ახალგაზრდები ძირითადად ტურიზმის მიამრთულებით განათლების მიღებით არიან დაინტერესებულები, რადგან ხვდებიან, რომ ეს ცოდნა მათ კონკრეტულ შესაძლებლობებს და შემოსავლებს მოუტანს.

ტურიზმის განვითარება იმითაა საინტერესო, რომ ეს არ ნიშნავს მხოლოდ დამთვალირებლების ჩამოსვლას  და თუნდაც, სასტუმროში და კვების ობიექტებში შესვლას.

ეს ნიშნავს უფრო განვითარებულ  ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ გარემოს, წესრიგს, იგივე გარემოზე მეტ მონიტორინგს, მეტ უსაფრთხოებას და ა.შ.

ასევე, აუცილებლად დამატებითი სერვისების განვითარებას, როგორიცაა, გზები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, პროდუქტის რეალიზაცია და ა.შ.

 

მერკვილაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს პროექტში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დასაქმდება და ბალდისთვის არაფერი კეთდება.

„ბალდის კანიონზე სამუშაოების დაწყების დღიდან სოფელში ხალხმა ოთახების რემონტი და ახალი შენობისთვის ფუნდამენტის ჩასხმა დაიწყო; კაფეებისა და ჯიხურების მოწყობაზე დაიწყეს ფიქრი. პროექტის წყალობით, ადგილობრივებისთვის კარგი პლატფორმა გაჩნდება იმ პროდუქციის გასაყიდად, რასაც სოფელი აწარმოებს. ჩვენ იქ დიდი ხანია, ვმუშაობთ და ვიცით, რომ პარასკეობით საკუთარი პროდუქტების გასაყიდად მარტვილში დადიან. კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ, პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობა ადგილზევე ექნებათ. ჩვენ კანიონის ტერიტორიაზეც ვაპირებთ სპეციალური ადგილების მოწყობას, სადაც ადგილობრივები საკუთარი პროდუქტის რეალიზაციას შეძლებენ. ამაზე უკვე აწარმოებენ ისინი ჩვენთან მოლაპარაკებას და დეტალებიც აინტერესებთ,“ - აღნიშნავს გოგა მერკვილაძე.

კანიონის პროექტი სოფელ ბალდის განვითარების ლოკომოტივი, ბიძგი იქნება. როგორც გოგა მერკვილაძე აცხადებს, პროექტი ბიძგს მისცემს ბევრი მომიჯნავე სფეროს განვითარებს - ვიღაცას გესთჰაუზი ექნება, ვიღაც ტრანსპორტით მოემსახურება, ვიღაც გიდი გახდება, ზოგი კაფეს ან რესტორანს გააკეთებს, ზოგი მაღაზიას მოაწყობს და ეს კი სულ უფრო და უფრო მეტ დინამიკას შექმნის ადგილზე.

კომპანიას სურვილი აქვს, ბევრი სხვა მიმართულებით დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას და სოფლის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.

„კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მარტვილის მსგავსად,  მოჰყვება როგორც დიდი, ასევე მცირე სასტუმროებისა და კვების ობიექტების მშენებლობა; გზების გაკეთება; გაზის შემოყვანა და სოფელში სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარება.

ჩვენი კომპანიის გეგმებში შედის ადგილობრივების დახმარება როგორც ტურისტულ, ასევე, სარესტორნო ბიზნესში, რაშიც  მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ დავინახეთ სოფელში ტრანსპორტის პრობლემა და შევთავაზეთ კიდეც მათ, ჩვენი სახსრებით, სატრანსპორტო საშუალების შეძენა. ასევე, მზად ვართ, თანხობრივად რეგულარული მონაწილეობა მივიღოთ სოფლის განვითარებაში და ეს თანხა იმ მიმართულებებს მოვახმაროთ, რასაც სოფელი გადაწყვეტს.

ასევე, შესაძლებელია, ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების ან უცხო ენების შესწავლის დაფინანსებაში დავეხმაროთ ადგილობრივებს. როცა ადგილზე ძლიერი კომპანია და ძლიერი გუნდია, მას ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელება შეუძლია.

კიდევ ერთი მთავარი რამ, რაც ამ პროექტს მოჰყვება, ეს გარემოზე მეტი მონიტორინგია. ჩვენი ზედამხედველობის პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება ბრაკონიერობა და ხის ჭრა. მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის გაკეთება და თავისი სოფლის წინსვლა სწორედ იმას უნდა გაუხარდეს, ვისაც ბალდა ნამდვილად უყვარს,“ - აცხადებს გოგა მერკვილაძე.

ჩვენი კომპანია მსგავს პროექტებს მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვაქვს ნამუშევარი. ყველა ჩვენი პროექტი - წარმატებულია, ყველგან ძალიან კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ხალხი დაინახავს ყველა იმ სიკეთეს, რისი მოტანაც ამ პროექტს რეალურად შეუძლია, ბალდაშიც იგივე მოხდება. ჩვენ ყველა ერთად გადავდგამთ სწორ ნაბიჯს, რომელიც სიახლეს მოუტანს ბალდას და რეგიონის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები