დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პროექტებს განახორციელებს მთავრობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ - გიორგი კაკაურიძე დაგეგმილ პროექტებზე

რა პროექტებს განახორციელებს მთავრობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ - გიორგი კაკაურიძე დაგეგმილ პროექტებზე

20-02-2024 10:00:00

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და რიგი პროექტების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ხარისხიან წყალზე ხელმისაწვდომობის ზრდის და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით დაკავდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საჯარო ინფრასტრუქტურას კერძო სექტორი არც ერთ ქვეყანაში არ აშენებს და ვერ ააშენებს. 

„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რასაც ბიუჯეტი თავის თავზე იღებს ეს არის საჯარო ინფრასტრუქტურა. მათ შორის წინა პერიოდში და დღესაც, უდიდესი პრიორიტეტი ენიჭებოდა საგზაო ინფრასტრუქტურას, რომელიც მოგეხსენებათ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი და ის ლოგისტიკურად აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანას სჭირდება, რომ შეასრულოს თავისი სატრანსპორტო ფუნქცია. ამ მიმართულებით ხდებოდა მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა. წლევანდელი წელი არის ის წელი, როცა ძალიან ბევრი ეს პროექტები სრულდება და ექსპლუატაციაში შევა ეს გზები. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ალბათ ხედავს იმ პროგრესს, რომელიც არის რიკოთის მონაკვეთზე. რაც შეეხება მომავალში ზოგადად ინფრასტრუქტურას, შემდეგი მიმართულება უკვე იქნება წყლის მიმართულება. ეს ერთის მხრივ სოციალურად მნიშვნელოვანია, ხოლო მეორეს მხრივ ეს აუცილებელია ტურისტული განვითარებისთვის. 

ასევე ძალიან დიდი ყურადღება იქნება გამახვილებული ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, იმიტომ რომ როგორც საგზაო ინფრასტრუქტურაა აუცილებელი, ისეა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა აუცილებელი იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს და ამ მიმართულებით იქნება აუცილებელი ნაბიჯები გადადგმული. 

თუ შევხედავთ განვლილ პერიოდს და მომდევნო პროგნოზებს, მშპ-ს დაახლოებით 7-8%-ი იხარჯება ინფრასტრუქტურაში, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ავაშენოთ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც კერძო სექტორს მისცემს უფრო მაღალი განვითარების საშუალებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.  


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები