“რთველი 2024“-ის ფარგლებში უფრო მეტი ყურძნის მოსავალს მიღებაა ნავარაუდევი, ვიდრე ეს „რთველი 2023“-ის ფაქტი იყო. როგორც Business Insider Georgia-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, „რთველი 2024“-ის ფარგლებში 300 ათასი ტონა ყურძნის მიღებაა ნავარაუდები/ ეს იმ ფონზე, როცა 2023 წლის რთვლის სეზონზე სულ 221,2 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ გასულ წელს რველისთვის საკმაოდ ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო, იყო სეტყვაც, რამაც მოსავალი საკმაოდ დააზიანა/
2023 წელს ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 306.0 მლნ ლარს აგადააჭარბა (კახეთის რეგიონში 249,0 მლნ. ლარი, დანარჩენ რეგიონებში 57,0 მლნ.ლარი).
კახეთის რეგიონში გადამუშავდა 204 ათასი ტონა ყურძენი (რქაწითელი - 71884 ტ. (მ. შ. სახელმწიფო 17742 ტ.) საფერავი - 89014 ტ., კახური მწვანე - 4027 ტ). რაჭის რეგიონში გადამუშავდა 1,7 ათასი ტონამდე ყურძენი; ლეჩხუმში, სადაც რეგისტრირებულია 2 ადგილწარმოშობის დასახელება -"ტვიში" და ოყურეშის უსახელაური", სულ გადამუშავდა - 565 ტონა ყურძენი, მათ შორის, გადამუშავდა: ცოლიკაური- 443 ტ. - 4 ლარი, ოჯალეში 88.4 ტ. - 4 ლარი, ოყურეშის უსახელაური - 34 ტ. - 15 ლარი (მ.შ. სახელმწიფო 7.4 ტონა).
2023 წლის რთველი გამოირჩეოდა ორგანიზებულობით, კახეთში მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მევენახეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეუფერხებლად მოეხდინათ მოსავლის რეალიზაცია. ანალოგიურად, პრობლემების გარეშე ჩატარდა რთველი რაჭაში.
რაჭის შემთხვევაშიც მაღალი იყო კერძო სექტორის ჩართულობა, 50-მდე კომპანია და მარანი მონაწილეობდა რთველში. სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდა 60 ტონამდე ყურძენი, რაც გადამუშავებული მხოლოდ მოსავლის 4%-მდეა და ასევე ბოლო წლების საუკეთესო მაჩვენებელია. ლეჩხუმში, შპს მოსავლის კომპანიის მიერ გადამუშავდა სახელმწიფო 7.4 ტ. მხოლოდ), გადამუშავების პროცესში 40 კომპანია და მარანი იყო ჩართული.
2023 წელს საფერავის მოსავალმა გადააჭარბა რქაწითელის მოსავალს, რქაწითელის შემცირება განპირობებული იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობებით. რქაწითელზე გაზრდილი მოთხოვნა, აისახა მის ფასზეც. სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა სექტემბრის თვეში რამდენჯერმე მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება. კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" სასპირტედ გადაამუშავა.
უახლესი