სექტემბრის მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 563,045 ერთეული შეადგინა, რომლის 25%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 14%-ი Mastercard-ზე.
როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 30 სექტემბრის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 142,917 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 76,466 ერთეულს.
ხოლო 343,662 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2023 წლის სექტემბერში 2022 წლის სექტემბერთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 6%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 24%-ით.
აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა 0.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2022 წლის სექტემბერთან შედარებით კი 1%-ითაა შემცირებული.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა