დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იცვლება მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონის ამოქმედებით

რა იცვლება მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონის ამოქმედებით

25-06-2024 12:15:00

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული კანონი ახალ რეალობას შექმნის ამ სფეროში და გაუმჯობესდება მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი. 

„პირველი ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ, რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება, ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრმა ასევე ისაუბრა პროფესიული განათლების როლზე ამ სფეროში და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის საზღვაო განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

„მაღალკვალიფიციური კადრების მნიშვნელობა ყოველდღე იზრდება და შესაბამისად, საზღვაო განათლებისა და პროფესიული მომზადების მხარდაჭერა იყო და რჩება საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებად, რადგან სწორედ მაღალპროფესიული ადამიანები ქმნიან წარმატებას ნებისმიერ სფეროში და რა თქმა უნდა საზღვაო სფეროში. ამ კუთხით ჩვენ ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამ ამოცანას ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით გავართვით თავი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია. „ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო, სატრანზიტო და ევროპა–აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის საკვანძო ნაწილია“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები