დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იკრძალება 2024 წლიდან გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის

რა იკრძალება 2024 წლიდან გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის

15-12-2023 13:00:13

მთავრობამ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელიც ძალაში  2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. 

პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი №476 დადგენილებიდან ირკვევა, რომ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:

ა) ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი  წონის  ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;

ბ) საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;

გ) ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;

დ) ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;

ე) გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;

ვ) სატაკელაჟო სამუშაოების  შესრულება;

ზ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;

თ) ღამის ცვლაში  ვახტის გაწევა;

ი) ელექტრომოწყობილობების მომსახურება;

კ) პოტენციურად მავნე  ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი  გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;  

ლ) კამბუზის  დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;

მ) გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები