ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონპროექტი, რომელზეც წლებია მიდის მუშაობა უკვე ფინალშია და მალე საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. მისი მიღების შემდეგ კი ქვეყანაში ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება, რაც სადაზღვევო ბაზრის ზომას კიდევ უფრო გაზრდის.
როგორც რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ეკონომიკის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და გარკვეული დაზუსტებების შემდეგ მოხდა ჩამოყალიბება და კანონპროექტი თითქმის უკვე მზად არის.
„ვისაც შენიშვნები ჰქონდა და იყო საპასუხო, იქ გარკვეული დაზუსტებები მიდიოდა და დღეს კანონპროექტი პრაქტიკულად მზად არის. მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა ეს არის, რომ თქვენ ფაქტობრივად დაცული ხართ. ვიღაც, რომ შემთხვევით დაარტყამს თქვენს მანქანას, თქვენ კაპიკს არ დახარჯავთ ისე იქნება ეს ანაზღაურებული. ცხადია, ვინც დამნაშავეა იმას არ ეხება მესამე პირის პასუხისმგებლობა. ეს ყველა ქვეყანაშია. არ არის ჩვენთან. იყო რაღაც ადრეულ პერიოდებში, თუმცა წარმატებული არ იყო ეს რეფორმა და ბოლოს გაუქმდა. ახლა მზად არის და ვნახოთ, იმედია რომ მალე გადავა პარლამენტში. სადაზღვევო ბაზარი 1 მილიარდ 300 მილიონამდე არის და დაახლოებით 20-25 %-ით გაიზრდება. იმიტომ რომ ალბათ ყველა კომპანია ჩაერთვება“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"