დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გამოწვევები აქვს სასტუმრო ბიზნესს სვანეთში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე  - სასტუმრო ,,ფალიანი"

რა გამოწვევები აქვს სასტუმრო ბიზნესს სვანეთში შემოდგომა-ზამთრის სეზონზე - სასტუმრო ,,ფალიანი"

28-09-2023 18:00:28

სვანეთში მდებარე ახალი ბუტიკური სასტუმრო ,,ფალიანი" ზამთრის სეზონისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აქტიურია, ,,ფალიანის" მენეჯმენტში შედეგით უკმაყოფილო არიან. როგორც სასტუმროს წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად. ზაფხულის სეზონზე მაღალი დატვირთვით ვერ იმუშავეს, რაც რიგი ობიექტური მიზეზით იყო განპირობებული.

,,სასტუმროსთვის ზაფხულის სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ივლის-აგვისტოში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 100%-ით არ დავტვირთულვართ, მაგრამ მკვეთრად გავიუმჯობესეთ პოზიციები. ახლა მთელი გულისყური ზამთრის სეზონზეა, რისთვისაც თადარიგი დავიწყეთ. წინასწარ ძნელია თქმა, როგორ იმუშავებს სასტუმრო, რადგან სრულად ამინდზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ პროგნოზის გაკეთება გვიჭირს. თანაც არ ვიცით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით რა ვითარება გვექნება.  წინა წლებში ამან დიდი პრობლემა შექმნა. რთულია ტურისტისთვის, ამხელა გზა გამოიაროს და ელემენტარული პირობები არ დახვდეს. ელექტროენერგიის დეფიციტი ან ავარიული გამორთვები ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. ცალკე პრობლემაა საგზაო ინფრასტრუქტურაც.  მოკლედ, რიგი გამოწვევებია, რასაც ბიზნესი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება", - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ფალიანი“ 2022 წელს გაიხსნა. იგი მოიცავს საოჯახო ნომრებსა და ჰოსტელს. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ღია და დახურული რესტორანი და ბარი, სადაც აქცენტი სვანური და ევროპული სამზარეულოს მიქსზე კეთდება. სასტუმროში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები