დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა და რა გაიაფდა ნოემბერში

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ნოემბერში

03-12-2024 12:00:00

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად მწვანილის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად ყურძენი გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე პერიოდში მწვანილი 85,11%-ით გაძვირდა, ხოლო ყურძენი 22%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა

  • მწვანილი - 85,11%,
  • ნიორი - 62,21%,
  • პომიდორი - 49,09%,
  • კიტრი - 44,84%,
  • წიწაკა - 42,99%.

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • ყურძენი -  გაიაფდა 22,47%-ით,
  • სიმინდის ფქვილი - გაიაფდა 15,57%-ით,
  • საზამთრო - გაიაფდა 14,7%-ით,
  • კარტოფილი  - გაიაფდა 13,98%-ით, 
  • ატამი  - გაიაფდა 7,61%-ით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები