რა არის ფინანსური სტაბილურობის მთავარი რისკები? როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში“ ვკითხულობთ, ცენტრაული ბანკი მთავარ რისკებად ასახელებს:
რუსეთ -უკრაინის ომის გახანგრძლივებისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის რისკები. ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე რისკები, რაც როგორც გლობალურად, ასევე სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მაკროეკონომიკურ მოწყვლადობას იწვევს. კერძოდ, ომის შედეგად გაუარესებული ინფლაციური გარემო ფინანსური პირობების გამ კაცრებასა და ეკონომიკური ზრდის შენელებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ტურბულენტურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს რეგიონში ინვესტორთა განწყობაზე და ქვეყნის სუვერენული რისკის გადაფასება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყება და ად გილობრივი ვალუტა გაუფასურების წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. აღნიშნული რისკის მატერიალიზაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს როგორც ინფლაციაზე, ასევე საკრედიტო პორტფელის ხარისხზე, რასაც დამატებით ხელს უწყობს მაღალი დოლარიზაციაც.
ინფლაციის სიხისტის შემთხვევაში, გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივებით გამოწვეული რისკები. თუ გლობალურად მაღალი ინფლაცია მოსალოდნელზე დიდხანს შენარჩუნდა, გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება. გლო ბალური ინფლაციის სიხისტემ შესაძლოა მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებაც და/ან მის გამკაცრებულ ფაზაში უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დამატებით შეანელებს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის გლობალური ფი ნანსური სტაბილურობის რისკებს. აღნიშნული, ფინანსური ბაზრების მხრიდან რისკების გადაფასებას გამოიწვევს და ფინანსური პირო ბების გამკაცრებაში აისახება. შედეგად, განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის ქვეყნებს საგარეო დაფინანსების წყაროებზე წვდომა შეეზღუდებათ და საგარეო ვალის ტვირთი გაეზრდებათ.
ომის შედეგად ქვეყანაში მიგრაციის ზრდასთან ერთად, საყურადღებოა უძრავი ქონების ქირის ფასების დინამიკა და ამ სექტორში დაგროვილი რისკები. 2022 წლიდან მკვეთრად გაიზარდა უძ რავი ქონების ქირის ფასი, რითაც მის გრძელვადიან ტრენდს საგრძნობლად გადააჭარბა. ქირის ფასის კლების შემთხვევაში ქირიდან მისაღები შემოსავლები შემცირდება, რაც მსესხებელთა გადახდისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს წარმოქნის. აღსანიშნავია, რომ იგივე პერიოდში უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებიც გაიზარდა, რაც, ერთი მხრივ, ომის ფონზე ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთ ხოვნის ზრდის, ხოლო მეორე მხრივ, სამშენებლო ხარჯების მატების შედეგია. ომთან დაკავშირებული მოვლენების შემდგომმა განვითარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქონების ფასების დონეზეც, რაც ბანკების აქტივების ხარისხზეც აისახება და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო შე იძლება გახდეს.
რეგიონის ქვეყნებში მაკროეკონომიკური პირობების გაუარესებით გამოწვეული რისკები. რუსეთ-უკრაინის ომი არაერთგვაროვნად აისახა რეგიონის ქვეყნებზე. ერთი მხრივ, ომმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს. მეორე მხრივ, გარკვეულ ქვეყნებში საგრძნობლად გაიზარდა ფულადი შემოდინებების დონე, რამაც დადებითად იმოქმედა ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე. თუმცა, შემოდინებების ნორმალიზაციის ან სწრაფი გადინების შემთხვევაში, აღნიშნულ ქვეყნებში შემცირების მიმართულებით გადაიხედება ეკონომიკური ზრდა. ყოველივე ეს უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგარეო მოთხოვნაზე და ეკონომიკურ ზრდაზე. მეორეს მხრივ, მეზობელ ქვეყნებში კაპიტალისა და ფულადი ნაკადების სწრაფი შემცირების ფონზე შესაძლოა გა უფასურდეს რეგიონის ქვეყნების ვალუტები, რაც ამ ქვეყნებში იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდის მიმართულებით დამა ტებით წნეხს გამოიწვევს.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა