საქართველომ რუმინეთთან საბორნე მიმოსვლა დაიწყო, რაც პროდუქციის ექსპორტ-იმპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც ამ გზით ევროკავშირში პროდუქციის გატანა უფრო მარტივდება.
Business Insider Georgia დაინტერესდა, რამდენად აქვთ ინტერესი ამ გზით ისარგებლოს ციტრუსის ექსპორტის ბიზნესში დაკავებულ კომპანიებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა ვაჟა მკურნალიძემ განაცხადა, ევროკავშირი ითხოვს ხარისხის სერტიფიკატს, რისი გაცემაც ციტრუსზე საქართველოში ლაბორატორიებს არ შეუძლიათ.
„რუმინეთშიც ევროკავშირის სტანდარტი მოქმედებს, შესაბამისად ჩნდება კითხვა ვართ თუ არა ჩვენ მზად, რომ ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად პროდუქცია თუნდაც შევფუთოთ? მარტივ მაგალითს გეტყვით, საბაჟო პრეფერენციას იმპორტიორი ქვეყანა ადგენს. ჩვენ ვართ ექსპორტიორი ქვეყანა. იმპორტიორი ქვეყანა ადგენს თუ რა ტიპის დოკუმენტაცია უნდა მიჰყვებოდეს პროდუქტს.
შესაბამისად ევროკავშირი ითხოვს ხარისხის სერტიფიკატს. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ორგანიზაცია, რომელიც შეუძლია ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად ციტრუსზე ხარისხის სერტიფიკატი გასცეს.
ლაბორატორიულ კვლევა შესაძლებელია, თუმცა ხარისხის სერტიფიკატს სულ სხვა დანიშნულება აქვს. არ მეგულება საქართველოში ორგანიზაცია, რომელიც სერტიფიკატს ისეთივე სტანდარტით გასცემს რა სტანდარტებზეც აქვს ევროკავშირს მოთხოვნა. ევროკავშირიდან ხომ შემოდის საქართველოში პროდუქცია და ნახეთ რა ტიპის და სტანდარტების დოკუმენტაცია მოჰყვება. იგივე და უფრო მეტი მოთხოვნა აქვს ევროკავშირს ამ ბაზარზე პროდუქციის შეტანის შემთხვევაში“, - ამბობს ვაჟა მკურნალიძე.
ამ დროისათვის, ქართული ციტრუსის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება