Business Insider Georgia-სთან სასტუმრო „ლაჰილის“ მფლობელმა ლევან დადვანმა ისაუბრა რამდენიმე საკითხზე, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც მესტიის ტურისტული პოტენციალი უფრო გაიზრდება და რეგიონი მიმზიდველი გახდება.
„აუცილებელია ელექტროსისტემის შეცვლა, რომლის რეაბილიტაციაც 1937 წელს ელექტროფიკაციის შემდეგ არ მომხდარა. აუცილებელია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის პროექტის განხორციელება.
ეს საკითხი წინასაარჩევნოდ აქტიურდება და შემდეგ თაროზე შემოდებენ ხოლმე ამ პროექტს. ლენტეხი-მესტიის გვირაბის პროექტის განხორციელების შემთხვევაში სვანეთში ჩამოსვლა გამარტივდება და დროც ბევრად ნაკლები იქნება საჭირო. ქუთაისის აეროპორტიდან ლენტეხი-მესტიის გვირაბის არსებობის შემთხვევაში მესტიაში ჩასვლას დაახლოებით 2-2,3 საათი დასჭირდება.
ასევე მწვავედ დგას ე.წ. „მაინერების“ პრობლემა, მესტია მოიხმარს ქუთაისზე მეტ ელექტროენერგიას“, - ამბობს „ლაჰილის“ მფლობელი.
მანამდე „ლაჰილის“ მფლობელმა Business Insider Georgia-სთან თქვა, რომ იანვარში, მესტიაში ტურისტული სეზონი არ ყოფილა.
სასტუმრო „ლაჰილი“ ოთხი წელია ბაზარზე ოპერირებს. სასტუმროს 25 ნომერი აქვს. ორადგილიანი ოთახის ფასი საუზმით 190 ლარია.
უახლესი