დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ყველის გზა" პირველი ნაბიჯია, რომ მეწარმეების პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს - კახა კონიაშვილი

,,ყველის გზა" პირველი ნაბიჯია, რომ მეწარმეების პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდეს - კახა კონიაშვილი

30-11-2023 12:15:10

პროექტს ,,ყველის გზა"  აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, ამერიკულ კომპანია ,,ლენდოლეიკთან“ თანამშრომლობით, საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს.

პროექტში მონაწილეობისთვის მთავარი პირობაა საწარმო სურსათის უვნებლობის სტანდარტს აკმაყოფილებდეს და ამასთან, გააჩნდეს  პოტენციალი, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით არის პროექტისთვის მისაღები.

როგორც ,,საქრძის" ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, ამ ეტაპზე 120-დან 35 საწარმოა შერჩეული, რომელიც მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

თუმცა, შენიშვნების გათვალისწინებისა და ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში მომავალში მათაც ექნება პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა.

როგორც კახა კონიაშვილი ამბობს,  მაქსიმალურად შეეცდებიან იმ კომპანიების დახმარებას, რომლებიც ჯერჯერობით ვერ მოხვდნენ პროექტში.

,,ყველის გზა" პირველი ნაბიჯია, რაც ამ მიმართულებით გადაიდგა. ძირითადი აქცენტია, რომ მეწარმეების პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს, გაზარდონ წარმოება და გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინონ. აქცენტი გვაქვს ტურიზმზე, რომ კულინარიული ღირსშესანიშნაობები წარმოვაჩინოთ.

 ვისაც აინტერესებს, სწორედ ეს გასტრონომიული კულტურული მემკვიდრეობა უნდა შევთავაზოთ, ამ თვალსაზრისით ყველის წარმოება საინტერესოა. შესაბამისად, მეწარმეებისთვის ეს დამატებითი სტიმულია. პარალელურად კი ტურისტული პოტენციალის განვითარებაში გვეხმარება.

35  მეწარმე შეირჩა, თუმცა დანარჩენი 120 კომპანია, რომელიც ვერ შევიდა პროექტში, მაგრამ თუკი შექმნიან ბაზას და პირობებს  დააკმაყოფილებენ, მზად ვართ, კონსულტაციების დავეხმაროთ, ხოლო დონორებს თუ მოვიზიდავთ, შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერაც, რათა უფრო მიმზიდველი გახდნენ და განვითარდნენ. პროექტის მიზანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველის მწარმოებლების იდენტიფიცირება და ამ გზით მათი ხელშეწყობა, ასევე ქვეყანაში ახალი ტურისტული ატრაქციების გაჩენა", - აცხადებს კახა კონიაშვილი.

როგორც პროექტის ორგანზიატორი აღნიშნავს, მიზნად ისახავენ, ყველის წარმოებამ ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ქართული სასურსათო პროდუქტის წარმოებაში, როგორც ეს თავის დროზე ქართულმა ღვინომ შეძლო.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები