დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება - სალომე ზურაბიშვილი

ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება - სალომე ზურაბიშვილი

07-09-2023 21:47:14

მე არსად მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება, მგონია, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ტელემიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მან ინაუგურაციაზე ფიცი დადო კონსტიტუციაზე და ამ ფიცის ერთგული ბოლომდე იქნება.

„მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როდესაც ჩემი ინაუგურაცია იყო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. ბოლომდე ვიქნები ამ ფიცის ერთგული. საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია, როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება. ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც ჩემი კონტაქტებია, ვსარგებლობ ჩემ მიმართ ნდობით, მაგრამ რაც არის პირველ რიგში თქვენ მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ, არც მე მექნებოდა ასეთი ნდობა, როდესაც სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები. მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი თქვენი არჩეულია და ამისთვის მხარს გვიჭერენ და ამისთვის არის, რომ ამ პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არა, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმ

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები