შოვში, სტიქიის ზონაში ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველამ იცოდა ის მიზეზი, რის გამოც ტრაგედიის დღიდან ის შოვში არ იმყოფებოდა.
„გუშინ ჩამოვფრინდი, მაგრამ მგონი ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადაც მივდივარ, ყველაფერი იციან და რატომღაც სად ვიყავი, ეს ვერ გაიგეს. თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის, ძალიან მძიმედ არის. ყველამ ყველაფერი იცოდა სამწუხაროდ, მაგრამ ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. არ შეიძლება ასეთი რაღაცები. იგივე, რაც კალაძის ოჯახზე გააკეთეს. ეს არის უკაცრავად და სიბინძურე. ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე გააკეთეს ჩემზე, ვითომ ვისვენებ მე და არ ჩამოვედი. ისე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა, როგორც მე დავისვენე“, - განაცხადა მინისტრმა.
უახლესი
23 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა