ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში 2 მილიონი ევროს მოცულობის ევროპული ინვესტიციით (გერმანულ-პოლონური კაპიტალი) გახსნილი სასტუმრო Step Inn-ი სტუმრებს იღებს.
Step Inn-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ სასტუმრო ყველა ტიპის და შემოსავლის მომხმარებელზეა გათვლილი.
„სასტუმრო 5 სართულიანია, სადაც სხვადასხვა ტიპის 19 ნომერი, 30 ადამიანზეა გათვლილ. სასტუმრო აერთიანებს საკონფერენციო სივრცეს, სპა ცენტრს აუზითა და საუნით. ასევე მოქმედებს რესტორანი, სადაც ქართველი შეფ-მზარეულის ქეთი ბაქრაძის ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი“, - ამბობს ანი ალიბეგაშვილი.
ამ დროისათვის სასტუმროში 20 ადამიანია დასაქმებული, თუმცა დამფუძნებელი ამბობს, რომ თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა 40 ადამიანამდე იგეგმება.
ანი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ღირებულება 2 ადამიანის შემთხვევაში 300 ლარიადან 600-ლარამდეა. ფასი მოიცავს განთავსებასა და საუზმეს.
უახლესი