დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 6 თვეში 700 000 ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა

ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 6 თვეში 700 000 ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტი განახორციელა

30-07-2024 09:00:00
  •  

2024 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მთავარი საექსპორტო მილსადენით 700 000 ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა, იუწყება KazMunayGaz-ი. კომპანიისვე ცნობით, KazMunayGaz-ის (KMG) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ასხატ ხასენოვი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა.

„მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყაზახეთის ნავთობის სტაბილურ მიწოდებას. 2023 წელს აქტაუს პორტიდან 1,057 მილიონი ტონა ნავთობი გაიგზავნა, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 700 000 ტონაზე მეტი იყო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ხასენოვმა აღნიშნა, რომ KazMunayGaz-ის მიზანია ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდა.

ამჟამად KazMunayGaz პარტნიორებთან ერთად სწავლობს ყაზახეთის ნავთობის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობებს ტრანსკასპიის მარშრუტზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ორი კომპანიის ერთობლივი ინიციატივები წარმატებით განხორციელდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები