დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პუშკინის იშვიათი პუბლიკაციების ქურდობისთვის საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

პუშკინის იშვიათი პუბლიკაციების ქურდობისთვის საფრანგეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

24-11-2023 15:19:20

საფრანგეთის ხელისუფლებამ ალექსანდრე პუშკინის იშვიათი პუბლიკაციების ქურდობაში ბრალდებული საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, იუწყება Journal du Dimanche.
ეჭვმიტანილები, საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან პუშკინის მრავალი ორიგინალური ნამუშევრის ქურდობის გამოძიების ფარგლებში ორი ქალი და მამაკაცი, ორშაბათს პარიზში დააკავეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უდიდესი რუსი პოეტის შემოქმედებას ბოლო დროს ბაზარზე დიდი მოთხოვნა აქვს.

 24, 26 და 44 წლის საქართველოს მოქალაქეები პარიზის გარეუბანში, ნანტერში, ხელოვნების ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ბიუროში (OCBC) წინასწარ პატიმრობაში  იმყოფებიან. გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილები მიეკუთვნიან ორგანიზებულ ქსელს, რომელიც მონაწილეობს პოეტის ორიგინალური ნაწარმოებების ქურდობაში.

მათ ბრალს დღეს წაუყენებენ.

პირველი ქურდობა 2023 წლის ივლისში ლიონის ბიბლიოთეკიდან მოხდა, სადაც ვიზიტორმა ორიგინალი ასლით შეცვალა. ოქტომბრის დასაწყისში ორი კრიმინალი შეიჭრა ენებისა და ცივილიზაციების ეროვნულ ინსტიტუტში (Inalco) პარიზის მე-13 ოლქში. მათ აიღეს პუშკინის ათეული ხელნაწერი და შემდეგ თანამზრახველის მანქანით გაიქცნენ.

ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება მოხდა. 38 წლის მიხაილ ზ., რომელიც ადრე ლიეტუვის ხელისუფლებამ პუშკინის ხელნაწერების ქურდობაში ეჭვმიტანილების სიაში შეიყვანა. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და 8 ნოემბერს ბელგიაში დააკავეს.

გამომძიებლები ქურდობის მიზეზებს იძიებენ. გამოცემის ცნობით, საუბარია პუბლიკაციების ან შავ ბაზარზე კოლექციონერებისთვის გადაყიდვაზე, ან ევროპიდან რუსული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის რუსეთში გადატანაზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები