პროკრედიტ ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს მრჩევლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა. ინფორმაციას პროკრედიტ ბანკი ავრცელებს.
გიორგი ბაქრაძე, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ეკონომისტი მაკროეკონომიკურ და კვლევით საკითხებში, ღირებულ შეხედულებებს გაუზიარებს და კონსულტაციას გაუწევს საბჭოს წევრებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ეკონომიკური ტენდენციებისა და პროგნოზების შესახებ. იგი ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კომპეტენციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
გიორგი ბაქრაძე ფლობს უილიამს კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში. მას მიღებული აქვს საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ეროვნულ ბანკში მოღვაწეობის პერიოდშიც, სადაც ის ხელმძღვანელობდა კვლევით დეპარტამენტს და იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მაკროეკონომიკურ საკითხებში. გიორგი ბაქრაძე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში და როგორც ლექტორი, მოღვაწეობს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
„მოხარულნი ვართ, გიორგი ბაქრაძის ჩვენს გუნდთან შემოერთებით. მისი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ბიზნესის განვითარებასა და ზრდადი ტემპის შენარჩუნებაზე“- განაცხადა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექს მატუამ.
გიორგი ბაქრაძის დანიშვნა ამ პოზიციაზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს პროკრედიტ ბანკ საქართველოს მიდგომას, მოიზიდოს და შეინარჩუნოს მაღალი რანგის პროფესიონალები. ბანკი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლების განვითარებას და მუდმივად ცდილობს უზრუნველყოს ისინი მათზე მორგებული სამუშაო გარემოთი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა