ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, 2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი იწყება.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც საავიაციო უნივერსიტეტმა მასპინძლობდა, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ განაცხადა, რომ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
„დღეს ათასწლეულის ფონდმა გამოაცხადა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2024 წლისთვის. ჯილდოს მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების პოპულარიზება, პროფესიულ განათლებაში არსებული საინტერესო და წარმატების ისტორიების წარმოჩენა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 4 ძირითად კატეგორიაშია დაწესებული, ეს გახლავთ წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯი, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. აღნიშნული ჯილდო 2017 წლიდან ხორციელდება და დაფინანსებულია სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მიერ. მისი გენერალური სპონსორი გახლავთ გუდავაძე-პატრაკაციშვილის ფონდი“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.
მისივე განმარტებით, პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობისთვის, 2017 წლიდან დღევანდელ დღემდე, 400-ზე მეტი პროექტი იყო წარმოდგენილი.
„ეს არის ის წარმატების ისტორიები რაც აღნიშნულ სექტორში გვაქვს. პროფესიული განათლების ჯილდოსადმი დაინტერესება და ასევე ხარისხი წარმოდგენილი პროექტების და წარმატების ისტორიების ხარისხი ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
მაშ, ასე 2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან. სპეციალური ჯილდოები გაიცემა საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. ჯილდოს მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
2024 წელს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში:
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო.
პროფესიული განათლების 2024 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 24 ივნისი.
უახლესი
10 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი