საქართველოს შრომის ბაზარზე შეუსაბამობაა სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის, - ამის შესახებ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორ გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა.
ზურაბ კერვალიშვილმა ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორი დაასახელა:
„ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის საბჭოთა დროიდან გამოყოლილი, რომ პროფესიული განათლება არ იყო პრესტიჟული და თითქოს ეს ინერციით გრძელდება. ამას სჭირდება ქმედებები, ჩვენ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა სარგებელი მოჰყვება პროფესიულ განათლებას. რომ ეს არის დასაქმების უმოკლესი გზა და თვითდასაქმების შესაძლებლობა, რომ მიიღო სათანადო ხელფასი და ანაზღაურება. წვლილი შეიტანო, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაში, არამედ, გახდე გადასახადის გადამხდელი და ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი“.- ამბობს ზურაბ კერვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, 2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი იწყება. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეშვიდედ ჩატარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
უახლესი
10 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი