საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას.
„ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონია არ ჩატარებულა”, - განაცხადა ელჩმა სიფიო ქაცარავამ.
მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით იმართება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა