დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის ალდაგისგან

პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის ალდაგისგან

04-12-2023 15:47:11

სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგმა მომხმარებლებისთვის პირველი პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის - პრიმო ქონება შექმნა. პრიმო სახლის დაზღვევა მაქსიმალურად სრულყოფილ სერვისს ქმნის, რომელიც ექსკლუზიურ დაფარვებსა და განსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს.

პრიმო ქონებით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა პირადი მენეჯერი, კონსიერჟის მომსახურება, სპეციალური შეთავაზება პარტნიორ მაღაზიებში სახლის ნივთებსა და აქსესუარებზე.

ალდაგი იყო პირველი კომპანია სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომელმაც პრემიუმ სერვისი დანერგა უშუალოდ ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის. ამჯერად, მზად ვართ, რომ პრემიუმ სერვისი სახლის დაზღვევის მსურველებსაც შევთავაზოთ. პრიმო სახლის დაზღვევა თავისი დაფარვებით და შეთვაზებებით იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი დაზღვევით, და ამავდროულად ისარგებლონ მომგებიანი შეთავაზებებით პარტნიორ ობიექტებსა და მაღაზიებში,“- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის ბრენდის განვითარებისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსი;

ალდაგის პრიმო სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, საიჯარო შემოსავლის დაზღვევას, მეიჯარისა და მოიჯარის პასუხისმგებლობის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა, შიგთავსისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება ისეთი მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან დაიცვას თავი, როგორიცაა დატბორვა, ხანძარი, აფეთქება, ბუნებრივი კატაკლიზმები, ქურდობა, ვანდალიზმი. პრიმო სახლის დაზღვევის შეძენა პრიმო დაზღვევის მენეჯერის დახმარებით არის შესაძლებელი.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები