დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პორშეს“ ავტომობილები, უფრო მიმზიდველია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან ინდივიდუალურობისა და ექსკლუზიურობის მეტ შესაძლებლობას ვთავაზობთ - ოლივერ ბლუმე

„პორშეს“ ავტომობილები, უფრო მიმზიდველია ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან ინდივიდუალურობისა და ექსკლუზიურობის მეტ შესაძლებლობას ვთავაზობთ - ოლივერ ბლუმე

29-05-2024 16:51:00

„პორშეს“ ავტომობილები, უფრო მიმზიდველი გახადა ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან ინდივიდუალურობისა და ექსკლუზიურობის მეტ შესაძლებლობას ვთავაზობთ , - ამის შესახებ Porsche AG-ის გენერალური დირექტორი ოლივერ ბლუმე აცხადებს. 

Porsche AG-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ  ამდენიმე თვეში 6 სამოდელო რიგიდან 4 განაახლეს: პანამერა, ტაიკანი, მაკანი და 911

პორშემ განახლებული 911 Carrera GTS და 911 Carrera წარადგინა. ახალი 911 Carrera GTS პირველი ოფიციალური 911-ია, რომელმაც განსაკუთრებით მსუბუქი Performance-ჰიბრიდული სისტემა მიიღო. ახლებურად შემუშავებული, ინოვაციური სისტემა 3,6 ლიტრი მოცულობის ძრავით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მონაცემებით გამოირჩევა.

911 Carrera GTS Coupé ადგილიდან 100 კმ/სთ სისწრაფეს 3,0 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ია. რაც  შეეხება განახლებულ 911 Carrera-ს, მას უფრო მძლავრი და დეტალურად მოდიფიცირებული 3,0-ლიტრიანი Biturbo-Boxer-ძრავა აქვს. გარდა ამისა, ახალი 911 გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, გაუმჯობესებული აეროდინამიკით, განახლებული ინტერიერით, უკეთესი სერიული კომპლექტაციითა და მოდერნიზებული მულტიმედიური ფუნქციებით.

იგივე თემაზე: 

განახლებული Porsche 911 Carrera GTS-სა და 911 Carrera-ს მსოფლიო პრემიერა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები