დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველივე წელს თბილისის მშრალ პორტში 100 000-მდე კონტეინერის დამუშავებას შევძლებთ - ჯემალ ინაიშვილი

პირველივე წელს თბილისის მშრალ პორტში 100 000-მდე კონტეინერის დამუშავებას შევძლებთ - ჯემალ ინაიშვილი

18-10-2024 10:00:00

თბილისის მშრალი პორტი გათვლილი იქნება პირველ რიგში კონტეინერების მიღებაზე ბათუმის და ფოთის პორტებიდან, მათ აქ დამუშავებაზე, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პორტში შესული კონტეინერები ადგილზე დამუშავდება, დაიცლება და დამკვეთთან წავა.
„ასევე აქვე მოხდება ტვირთების ჩატვირთვა, საუბარი მაქვს საექსპორტო ტვირთებზე, რომელიც თბილისიდან წავა ბათუმსა და ფოთში და შემდგომ ზღვით დანიშნულების ადგილამდე. ასევე ტვირთის გარკვეული ნაწილი განთავსდება საბაჟო საწყობებშიც“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

„თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მშრალი პორტი პირველივე წელს 100 000-მდე კონტეინერის დამუშავებას შეძლებს

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვრიდან თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდება, რომელიც „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისის მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალურ-ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს.

მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, პირველ ეტაპზე დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია მშრალი პორტის ტერიტორიის მოპირკეთება და ოფისის მშენებლობა, ასევე B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და დაიგო რკინიგზის ხაზები.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები