დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პიელ ნატურალსმა“ რუჯის ხაზის ახალი კოსმეტიკური პროდუქტი შექმნა

„პიელ ნატურალსმა“ რუჯის ხაზის ახალი კოსმეტიკური პროდუქტი შექმნა

14-06-2023 14:00:38

პიელ ნატურალსი“ 2023 წლის საგაზაფხულო სეზონს ინოვაციური სიახლით შეხვდა.

როგორც როგორც Business Insider Georgia - ს კომპანიიდან აცნობეს, პარტნიორ კომპანიებთან ერთად გამოუშვეს სახის დამცავი კოსმეტიკის ახალი დიზაინის ბოქსი, რომელიც სპეციალური ფასით იყიდება და მომხმარებლების ფართო სეგმენტისთვის არის ხელმისაწვდომი.

გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში აქციები სხვადასხვა კოსმეტიკურ კატეგორიაზე გავრცელდება, რამაც გაყიდვები მნიშვნელოვნად წაახალისა.

„ახალი პროექტი დავიწყეთ, სახის დამცავი კოსმეტიკის ახალი დიზაინის ბოქსი შევქმენით, სადაც პარტნიორი კომპანიების ვაუჩერებს ვდებთ. ჩვენს მიერ შეთავაზებული ახალი კოსმეტიკური ბოქსი სპეციალური ფასით არის წარმოდგენილი. პროექტი ინოვაციურია, დაიწყო პირველად მისი განხორციელება ზაფხულში, მზის სხივებისგან დამცავი კოსმეტიკაა, რომელიც მაქსიმალურად იცავს სხეულს“, - აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, „პიელ ნატურალსის" მთლიანი რუჯის ხაზზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს და ძირითადად თავის მოვლის საშუალებებს მოიცავს.

„100% -ით ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებს ვაწარმოებთ. კომპანიის მიზანი მსურველებისთვის საუკეთესო ხარისხის ორგანული პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებაა მოქნილ ფასად. პარაბინებისა და ქიმიური დანამატებისგან სრულიად სუფთა კოსმეტიკაა. ერთგული მომხმარებლებისთვის ხშირად ვაწესებთ ფასდაკლებებს, ამ ეტაპზე აქცია გვაქვს რუჯის მოყვარულებისთვის, საზაფხულოდ 30%-იანი ფასდაკლება გვაქვს მთლიანი რუჯის ხაზზე, მათ შორის ლოსიონებსა და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებზე, ჯამში ფასდაკლების აქცია 100-ზე მეტი დასახელების პროდუქციაზე ვრცელდება", - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ „პიელ ნატურალსის“ კოსმეტიკური ნაწარმი გათვლილია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, თავისი სპა და სამასაჟო ხაზით, ასევე გასარუჯი და თავის მოვლის სხვა საშუალებებით აუზებსა თუ კოსმეტიკურ კაბინეტებში. 

„პიელ ნატურალსის" ახალი პროდუქტი სპეციალური ფასით გამოუშვეს და მისი ღირებულება 39 ლარია. ჯამში კომპანია 350-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აერთიანებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები