პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.
ადგილზე არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები.
ისმის საყვირები ხმა, ასევე, შეძახილები "არა რუსულ კანონს".
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 9:30 საათზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე დაიწყო.
უახლესი
2 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა14 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები