პარლამენტის ბიურომ მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მომავალ პლენარულსხდომაზე ხელახლა დადგება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევისსაკითხი.
პირველი კენჭისყრა წინა სასესიო კვირას გაიმართა და ვინაიდან კანდიდატებმა ხმებისსაჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს, კენჭისყრის პროცედურა კანონმდებლობისთანახმად, ხელახლა გაიმართება.
ბიურომ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზეც იმსჯელა. „გრანტების შესახებ" კანონშიშესატანი ცვლილების პროექტი შემდგომი განხილვისთვის საფინანსო-საბიუჯეტოკომიტეტს გადაეცა.
ბიურომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნების", პოლიტიკურ ჯგუფების - „ხალხისძალის" და „ევროპელი სოციალისტების" მომართვა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისადა რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელსაქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში" თეა წულუკიანის,ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, პაატა სალიას,სოზარ სუბარის, გურამ მაჭარაშვილის და ილია ინჯიას წარდგენის შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კომისია 10 წევრისგან შედგება, რომელიც 8წევრით დაკომპლექტდა, 2 ადგილი კი უფრაქციო წევრებისათვის არის დატოვებულია.მისივე განმარტებით, პარტია „საქართველოსათვის", რომლის წევრებიც პარლამენტისმანდატებს ინარჩუნებენ, საკანონმდებლო ორგანოში აქტიური მუშაობის შემთხვევაში, ამვაკანსიის შევსებას შეძლებენ.
ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2024 წელსგაწეული საქმიანობის ანგარიში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისკომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობისსაპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციისხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის მიერ წარმოდგენილი მუდმივმოქმედიდელეგაციის 2024 წლის ანგარიში.
ბიურომ ასევე ცნობად მიიღო მომართვები პარლამენტის რამდენიმე წევრის სხვადასხვაკომიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთანდაკავშირებულ დროებით კომისიაში წარდგენის შესახებ.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"