თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების პარკირების 27 614 ადგილი, რომელთაგან ნაწილი არის უფასო, ნაწილზე კი მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა.
„ზონალური პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ელექტრომობილის მფლობელებისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და დისტრიბუციისთვის მათთვის გამოყოფილ ადგილებზე. დანარჩენ შემთხვევაში, პარკირების საფასური შეადგენს ერთი საათი - ერთ ლარს.
ამ დროის მონაცემებით, დედაქალაქში გამოყოფილია ზონალურ-საათობრივი პარკირების 12 837 ადგილი“, - განაცხადა წილოსანმა.
უახლესი
56 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი