დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარალიმპიელი ზურაბ ზურაბიანის წარმატების ისტორია - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

პარალიმპიელი ზურაბ ზურაბიანის წარმატების ისტორია - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

06-09-2024 14:28:00

2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე ზურაბ ზურაბიანი პარაჯუდოს ტურნირზე 60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამით მან საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა.

მოდით, ერთად გადავხედოთ პარალიმპიელის წარმატების ისტორიას.

ზურაბ ზურაბიანმა ჯუდოში ვარჯიში 2012 წელს, 12 წლის ასაკში დაიწყო, 2019 წელს კი პარაჯუდოში გადაინაცვლა.

პირველი პარალიმპიური გამოცდილება მან 2020 წელს ტოკიოს პარალიმპიადაზე მიიღო, სადაც მერვედფინალში დამარცხდა და სამწუხაროდ,  ტურნირს გამოეთიშა.

მან 2023 წელს ევროპის პარაჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს კი ჯერ ანტალიის, შემდეგ კი თბილისის გრან პრიზე  ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

თუმცა, ეს ზურაბის წარმატების ისტორიის მხოლოდ ნაწილია.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ქართველი სპორტსმენების და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან. საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები