დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Paragraph Resort & Spa Shekvetili საერთაშორისო ბრენდის Autograph Collections-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში

Paragraph Resort & Spa Shekvetili საერთაშორისო ბრენდის Autograph Collections-ის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში

09-08-2023 10:15:48

აგვისტოში სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ 70%-ით უკვე დაჯავშნილია.

როგორც სასტუმროს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა ადეიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილში“ არსებული ჯავშნების 70%-ი ადგილობრივ ტურისტებზე მოდის.

თუმცა, სასტუმროს მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს ევროპის ბაზრებზე და იმედი აქვს, რომ მომავალ წელს უფრო მეტ ევროპელ დამსვენებელს უმასპინძლებს. 

„აგვისტოს რაც შეეხება, დაახლოებით 70%-ი უკვე დაჯავშნილია. აქედან დაახლოებით 70%-ი არის ლოკალური ჯავშნები. ჩვენთან „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილში“ ძირითადად ჯავშნები მაინც ადგილობრივებიდან შემოდის და ამიტომ 60-70%-ი გვყავს ქართველი დამსვენებლები. რაც შეეხება უცხოელებს ძირითადი ჯავშნები არის ისრაელიდან და მეზობელი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი.

ვმუშაობთ აქტიურად ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, რაც გულისხმობს ევროპის მიმართულებას. ჩვენი სხვადასხვა აქტივობებიც იქითაა მიმართული, რომ ევროპის ქვეყნებიდან ნაკადი გაიზარდოს. ჯერჯერობით ვართ მუშაობის რეჟიმში და იმედი გაქვს, რომ მომდევნო სეზონიდან ევროპის ქვეყნებიდან უფრო მეტი ვიზიტორი გვეყოლება“, - აცხადებს „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილის“ მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი.

ირინა ადეიშვილის თქმით, COVID-პანდემიის შემდეგ დატვირთულობის კუთხით ყველა სეზონი ცვალებადია. 

„თუმცა, ძირითადად სტაბილურად ერთი დონის დატვირთულობაზე ვართ, რადგანაც ჩვენთან უმეტესად ლოკალური დამსვენებლები არიან, რომლებიც მიჩვეულები არიან ჩვენს სასტუმროს. შესაბამისად ბევრი დამსვენებელი მეორედ ჩამოდის“, - განმარტავს  სასტუმროს წარმომადგენელი.

ირკვევა, რომ  „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილს“ ამ ეტაპზე არაბული ქვეყნებიდან შედარებით ნაკლები სტუმარი ჰყავს. 

„წელს, 2022 წლის სეზონთან სედარებით, არაბული ქვეყნებიდან დამსვენებლების რაოდენობა შეგვიმცირდა. თუ რას უკავშირდება ეს ცვლილება ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია მათთვის ალტერნატიული სამოგზაურო მიმართულებები გაიხსნა. კოვიდის შემდეგ აზიამ გახსნა მათთვის გზები და ალტერნატიული დასასვენებელი ადგილები გამოუჩნდათ და ნაწილმა აზიის მიმართულება აირჩია“, - ამბობს ირინა ადეიშვილი.

„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილს“ მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სასტუმროში სტუმრების დარჩენის საშუალო პერიოდი 5-7 დღე/ღამეა

„განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, როცა მაღალი სეზონია, ჩვენი ლოკალური სტუმრებიც და უცხოელებიც ძირითადად დიდხნიან დარჩენას ამჯობინებენ. სასტუმროში ღამისთევის ფასებს რაც შეეხება განსხვავებული ტარიფები გაქვს, იქიდან გამომდინარე რომ სხვადასხვა პლატფორმებზე განსხვავებული ფასებია. ღირებულება ასევე დამოკიდებულია მოთხოვნაზე და პერიოდზე. შეიძლება დღეს, რომ დარეკოთ სხვა ფასი იყოს და ხვალ, რომ დარეკოთ კიდე სხვა ფასი. 

სიახლეებს რაც შეეხება დავტვირთეთ პროგრამული თვალსაზრისით სხვადასხვა სივრცეები. ყოველ საღამოს სხვადასხვა სივრცეში განსხვავებული პროგრამები გაქვს. რაც გაქვს სივრცე, ტერიტორია ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ და ჩვენს დამსვენებელს მეტი კომფორტი შევუქმნათ“, - აცხადებს ირინა ადეიშვილი.

„პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ საერთაშორისო  ბრენდის Autograph  Collections-ის  პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში, რომელიც 220 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.

„პარაგრაფი“ შავი ზღვის მაგნიტური სამკურნალო ქვიშის  სანაპიროსა და მრავალწლიან ფიჭვნარს შორის მდებარეობს.  კურორტი შეკვეთილი ცნობილია მისი  განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებითა და მიკროკლიმატით.

„პარაგრაფი რეზორტი და  სპა შეკვეთილი“ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, კომფორტსა და საინტერესო თანამედროვე დიზაინს აერთიანებს. სასტუმრო ყველა ტიპის დამსვენებელზეა ორიენტირებული და გთავაზობთ როგორც  მშვიდ, საოჯახო ტიპის დასვენებას, ასევე შესაბამის სივრცეებს საქმიანი თუ გასართობი შეხვედრებისა და  ღონისძიებებისთვის. უნიკალური და რეგიონში ყველაზე დიდი  აკვარიუმი ზღვის იშვიათი ბინადრებით, ზამთრის დახურული ბაღი ეგზოტიკური მცენარეებითა და ზღვაში შეჭრილი, 115 მ. სიგრძის აუზი ყველა დამსვენებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი კი დახურული აკვაპარკია.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები