დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში ვითარება ამ დრომდე რთული რჩება

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში ვითარება ამ დრომდე რთული რჩება

09-09-2023 12:23:54

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში შექმნა. ამ დრომდე რთულია ვითარება რამდენიმე სოფელში.

ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ყველა მოქალაქე, რომელსაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა, კომპენსაციას მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და გურიაში არსებული რთული ვითარება შეაჯამეს.

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები