გადამზიდი კომპანია Onex უკვე საქართველოშია. კომპანია საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვეა ოპერირებს და ამ ეტაპისთვის მომხმარებლებს ონლაინ შოფინიგის საშუალებას 4 ქვეყნიდან აძლევს. აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ჩინეთი - ეს ის მიმართულებებია, საიდანაც Onex ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირებას უმოკლეს ვადებში ახდენს.
როგორც საქართველოში Onex-ის მარკეტინგის მენეჯერმა თათია გიგიშვილმა Business Insider Georgia-სთან განაცხადა, Onex-ს ქართულ ბაზარზე არსებულმა პოტენციალმა დაანახა, რომ სამომავლოდ შესაძლებელია ახალი მიმართულებების დამატება.
თათია გიგიშვილი: გადამზიდი კომპანია Onex მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და უკვე 250 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და 500 000 მიწოდებული შეკვეთა აქვს.
ხოლო, საქართველოში რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად ONEX ოფიციალურად ა.ყაზბეგის 19ბ - შია წარმოდგენილი.. ჩვენ ვცდილობთ გავამარტივოთ მომხმარებლების ონლაინ შოფინიგის გამოცდილება კარდაკარ სწრაფი მიწოდების სერვისით 4 ქვეყნიდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი.
- დღეს ონლაინ შოპინგი საქართველოში საკმაოდ აქტიური მიმართულებაა და კომპანიებიც, რომლებიც ამ ტვირთების ქვეყანაში ჩამოტანას უზრუნველყოფენ ეს ბაზარიც საკმაოდ აქტიური და მზარდია. როგორია კომპანიის ხედვა, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ უფრო მეტი კლიენტის მოზიდვა შეძლოთ და დღეს რამდენად კონკურენტუნარიანები და მოქნილები ხართ?
- კომპანიის ორი ყველაზე მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოგვარჩევს არის ინოვაციურობა და სისწრაფე. ONEX მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია დაკვალიანდეს. ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer
Support, კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორიც არის Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Aliexpress და სხვა.
კომპანია ONEX - ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უპირატესობა ის არის რომ ფიზიკური პირებისთვის ანგარიშდება რეალური წონის ტრანსპორტირების თანხა.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ავტომატიზირებული გამცემი პუნქტი ე.წ. Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.
კომპანიის მიზანია, ყველა ონლაინ შოფინგის მოყვარულს ჰქონდეს საშუალება, რომ თავის თავზე გამოცადოს და რეალურად ნახოს თუ როგორია ინოვაციურ კომპანიასთან თანამშრომლობა და ონლაინ შოფინგის გამოცდილება ყველასთვის სასიამოვნო პროცესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამისთვის კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ყველა ახალი მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება მათ ვებ-გვერდზე ან მობაილ აპლიკაციაში, მიიღებს 20 ლარიან ბონუსს და ასევე, ყოველ მომდევნო შეკვეთაზე 5 %-იან ქეშბექს.
ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ONEX სხვა სმარტ სერვისები, რომელთა არჩევის შესაძლებლობა მომხმარებლებს აქვთ ამანათის საზღვარგარეთის საწყობში მისვლამდე.
სმარტ სერვისების არჩევის საშუალებით შესაძლებელია ამანათის ვიზუალური შემოწმების მიზნით ფოტოების გადაღება, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. დამატებითი შეფუთვის, ამანათის ნაწილებად დაყოფის და სხვადასხვა მიმღები პირის არჩევა. ყველა ეს სმარტ სერვისი საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს გავუმარტივოთ
ტრანსპორტირების პროცესი.
- დღეს ONEX-ის მომხმარებლებს რამდენი ქვეყნებიდან შეუძლიათ გამოწერების გაკეთება და შესაბამისად შოპინგი და ასევე, თუ აპირებს კომპანია უახლოეს ხანებში ახალი მიმართულების დამატებას?
- ამ ეტაპზე ONEX-ის მომხმარებლებს შოფინგი შეუძლიათ ამერიკიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩინეთიდან. კომპანიას ოთხივე ქვეყანაში აქვს უფასო შიფინგ მისამართები.
ასევე, ამ ეტაპზე როგორც აღინიშნა ONEX-ს ოთხი ქვეყნიდან ჩამოაქვს შეკვეთები, თუმცა ქართულ ბაზარზე არსებულმა პოტენციალმა დაანახა კომპანიას, რომ სამომავლოდ შესაძლებელია ბევრ საინტერესო და ახალ მიმართულებებზე დაფიქრება და მომხმარებლების მოთხოვნილებიდან გამომდინარე, დავამატებთ ბევრ საინტერესო მიმართულებას.
- ქვეყნების მიხედვით რა პერიოდში ახდებს კომპანია საქართველოში ტვირთების მოწოდების უზრუნველყოფას და რა სატრანსპორტო საშუალებებით ახორციელებთ ტრანსპორტირებას?
- ტვირთების იმპორტი ხდება, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე იურიდიული პირებისთვის, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან 4-8 სამუშაო დღეში, ხოლო გერმანიიდან და ჩინეთიდან 5-10 სამუშაო დღეში. ამ ეტაპზე გადაზიდვებს ვახორციელებთ საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით.
- თქვენი კომპანიის მაგალითზე, ყველაზე აქტიური და ასევე მზარდი მიმართულება რომელია, ანუ რომელი ქვეყნებიდან უფრო მეტ ტვირთს ემსახურებით?
- რთულია გამოარჩიო რადგან ოთხივე ქვეყანაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, თუმცა, ძირითადად განსაკუთრებული მოთხოვნა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ამერიკაზე და ჩინეთზე, რადგან საქართველოში ძალიან პოპულარულია და ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს ისეთ ონლაინ მაღაზიებს, როგორიც არის: Amazon, 6pm, ebay, TaoBao, Aliexpress და სხვა.
- დღეს საქართველოში ONEX-ი რამდენი სერვისცენტრითაა წარმოდგენილი და როგორია ამ მიმართულებით კომპანიის გაფართოების გეგმები? რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში?
- ამ ეტაპზე ფილიალი გვაქვს მხოლოდ თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 19ბ-ში. თუმცა, ამანათების გაცემის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად მომხმარებლებს ვთავაზობთ Smart Locker-ს, რომელიც განთავსებულია თბილისის ყველა უბანში, მოსახერხებელ ადგილებში. მისი მეშვეობით მომხმარებლებს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლიათ ამანათების გატანა სასურველი ადგილიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Smart Locker-ის მომსახურება ONEX-ის ყველა მომხმარებლისთვის არის უფასო.
ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 18 ადამიანი.
უახლესი