2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.4 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
უახლესი