ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415 % - ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერი 31,898 - მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერი 111 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 665,732 მგზავრი).
ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიიანვარ-ოქტომბერში 4,087რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 2,646 რეისი).
2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415 % – ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერი 31,898 – მგზავრი).
მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერი 111 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,380,548 მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 665,732 მგზავრი).
ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 2,347 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 2,646 რეისი).
2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
უახლესი
4 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა13 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა