,,ნოსტე აგრო" ნოსტეს გამორჩეული კონცეფციის ფილიალია, რომელიც თბილისში, საბურთალოზე - ფანჯიკიძის 10 ნომერში მდებარეობს. მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს არაერთი დასახელების ქართული წარმოების ნატურალურ პროდუქტს, როგორიცაა ქათმის, საქონლის, ღორის - ხორცპროდუქტები; ზღვის გაყინული პროდუქტები და თევზეული; პურ-ფუნთუშეული; შირაქის რძის პროდუქტები; ბურღულეული; საწებლები, სუნელები, მინერალური სასმელები და სხვა.
„ნოსტე“ ქართულ ბაზარზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივად მზარდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებლებს შორის.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia - თან განმარტავს, „ნოსტეს“ ქათმის ხორცპროდუქტების განსაკუთრებულ გემოს და ხარისხს ფრინველისთვის მიწოდებული საკვები განაპირობებს. ,,ქათმის ძირითად საკვებს სიმინდი და სოიო წარმოადგენს, რაციონში არ ხდება ქიმიური მინარევების დამატება. გარდა ქათმის ხორცპროდუქტებისა, კომპანია ახორციელებს საინკუბაციო კვერცხისა და ერთ დღიანი წიწილის ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში.
,,მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის საწარმოებში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP. სურსათის კონტროლის მექანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მის ბრენდირებულ სამოცდაათამდე მაღაზიაში - თბილისის, რუსთავისა, მცხეთის და ქუთაისის მასშტაბით. ნოსტეს გაყინული პროდუქტების შეძენა მომხმარებელს შეუძლია ნოსტეს პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ქსელებში: გუდვილი, ფრესკო, კარფური. ხოლო ნედლი პროდუქცია ხელმისაწვდომია
როგორც ნოსტეს საფირმო მაღაზიებში, ასევე „2 ნაბიჯის“ სუპერმარკეტებსა და სხვა პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ქსელში”, - განმარტავს ,,ნოსტეს“ წარმომადგენელი.
ცნობისთვის, „ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების წარმოებას კომპანია „ჯი პი პი“ (GPP) ახორციელებს, რომლის საწარმოებიც ქალაქ კასპში 25 ჰექტარზეა განლაგებული, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე (სოფლები: ბარნაბიანთკარი, ახალქალაქი, ნოსტე, კავთისხევი).
კომპანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ და კომპლექსურ საწარმოებს ფლობს, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს. საწარმოები სრულად აღჭურვილია ავტომატიზებული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ფრინველის ზრდისთვის საჭირო სუფთა და ჯანსაღ გარემოს. მეურნეობის ინფრასტრუქტურა მოწყობილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, შედეგად წარმოების ყველა პროცესი ხორციელდება მოდერნიზებული მეთოდებით.
ფრინველის საკვების საამქრო აღჭურვილია თანამედროვე საკვების შესანახი სილოსებით, რომელიც უზრუნველყოფს ფრინველის საკვები მარცვლეულის სისუფთავეს და მისთვის სათანადო ტენიანობის შენარჩუნებას.
„ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების წარმოების სრული ციკლი მოიცავს 5 ძირითად ეტაპს: სადედე გუნდის ზრდა-გამოკვება, საინკუბაციო კვერცხის წარმოება, კვერცხის ინკუბაცია, ბროილერის ქათმის ზრდა-გამოკვება, ნედლი ხორცის წარმოება.
პროდუქციის წარმოება კომპანიამ თავდაპირველად კასპის სოფელ ნოსტეში დაიწყო, 2019 წელს. შემდგომ სწორედ ამ ადგილს დაუკავშირა მენეჯმენტმა სავაჭრო ნიშნის დასახელება „ნოსტე“. ხოლო, თავად კომპანიის დასახელება „ჯი პი პი“ (GPP - Georgian Poultry Production) ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ფრინველის ხორცის ქართული წარმოება“.
კომპანიის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 20 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ საწარმოებში დასაქმებული პირების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა - რაც ქვეყნის რეგიონულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. დასაქმებულთა სრული რაოდენობა 250 ადამიანს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ დასაქმებული კადრების ნახევარი ქალია.
უახლესი