დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნოემბრიდან მოთხოვნა გააქტიურდა და ტენდენციის  გაუმჯობესებას ველოდებით - ,,რამეკაი“

ნოემბრიდან მოთხოვნა გააქტიურდა და ტენდენციის  გაუმჯობესებას ველოდებით - ,,რამეკაი“

12-11-2023 14:54:00

სუშის რესტორანი რამეკაი • Ramekai  მიმდინარე სეზონს აფასებს. როგორც შეფი გიორგი ხვისტანი Business Insider Georgia-თან ამბობს, სექტემბერ-ოქტომბერი ცოტათი პასიური იყო, თუმცა ნოემბრიდან მოთხოვნა ცოტათი გააქტიურდა და ტენდენციის გაუმჯობესებას ცდილობენ.

ამ ეტაპზე ,,რამეკაის“ გუნდი ძირითადად ახალ ფილიალზე კონცენტრირებული, რომელიც წელს გაიხსნა.

,,მოლოდინი შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით ნამდვილად უკეთესი იყო, მაგრამ ცოტათი იკლო ტემპმა, ნოემბრამდე ეს სიტუაცია იყო. რამდენიმე დღეა, მოთხოვნა გააქტიურებულია და ვცდილობთ, დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ და უფრო მეტად გავაუმჯობესოთ. ზოგადად აზიური სამზარეულოს მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება.  მათ შორის, ,,რამეკაის“  ნიშა   და უნიკალური გემოები გამოარჩევს, რაც იმედს იძლევა, რომ მომავალში აქტიურ რეჟიმში მოგვიწევს საქმიანობა და ბევრ ახალ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს. ცხადია, არის გარკვეული გეგმები, ვნახავთ, დინამიკაში როგორ განვითარდება პროცესი. ახალი ფილიალი გავხსენით ზაფხულში და ძირითადად მასზე ვართ გადართული, ახალი ობიექტი რენტაბელური გავხადოთ“, - აცხადებს გიორგი ხვისტანი.


როგორც ცნობილი შეფი აღნიშნავს, რესტორანი ,,რამეკაიდღესდღეობით ბაზარზე ძალიან პოპულარულია და გამოარჩევს ხელწერა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს და განსხვავებულს ხდის ბრენდს.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმას, გიორგი ხვისტანის თქმით, კომპანია მუშაობს, რომ ,,რამეკაის“ გეოგრაფიული არეალი გაფართოვდეს და უკვე რეგიონებშიც გახდეს ხელმისაწვდომი სერვისი.

ცნობისთვის,  ,,რამეკაის“ პირველი ობიექტი თბილისში 2017 წელს ვაკეში, ჭავჭავაძის 37 ნომერში გაიხსნა. მიმდინარე წლის ზაფხულში სუშის რესტორნის  რიგით მეორე ფილიალი ორბელიანის მოედანზეფხოვის #1 ნომერში გაიხსნა.

ამ ეტაპზე კომპანიაში  40-მდე ადამიანია დასაქმებული.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები