ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 31 980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანასთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა