დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნეტო-აღრიცხვის სისტემაში 2024 წელს ჩართული ობიექტების რაოდენობა რეკორდულია

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში 2024 წელს ჩართული ობიექტების რაოდენობა რეკორდულია

18-12-2024 14:00:00

მიმდინარე წელი ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის სადგურების კუთხით რეკორდულია. 2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის პროგრამას 490 მომხმარებელი ანუ ობიექტი შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წელი დასრულებული არ არის და შესაბამისად წლის საბოლოო მონაცემებიც არ არსებობს, მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლები გაცილებით მეტია გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით.
2024 წლის 11 თვეში ნეტო -აღრიცხვის პროგრამაში ჩართული ობიექტების გენერაციამ 50 319.6 კვტ შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. სემეკის ინფორმაციით, 2023 წელს აღნიშნული მიმართულებით გამომუშავებამ 29 950.2 კვტ შეადგინა, ხოლო 2022 წელს 19 517.6 კვტ.
სემეკის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით ნეტო- აღრიცხვაში ჩართული ახალი ობიექტების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 2024 წელი (11 თვე) - 490 მომხმარებელი
  • 2023 წელი - 381 მომხმარებელი
  • 2022 წელი - 371 მომხმარებელი
  • 2021 წელი - 125 მომხმარებელი
  • 2020 წელი - 87 მომხმარებელი
  • 2019 წელი - 89 მომხმარებელი. 

საგულისხმოა, რომ 2016 წლიდან დღემდე, ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართულია 1 609 სადგური, რომელთაგან 1 589 მზის სადგურია, 14 ჰიდრო, 4 ქარის და 2 ბიომასაზე მომუშავე სადგური.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები