დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობპროდუქტებზე ფასების პროგნოზირება შეუძლებელია, პლაცზე ყოველდღე ახალი ფასი დგება - ვახტანგ იობაშვილი

ნავთობპროდუქტებზე ფასების პროგნოზირება შეუძლებელია, პლაცზე ყოველდღე ახალი ფასი დგება - ვახტანგ იობაშვილი

03-11-2023 13:00:04

„ნავთობპროდუქტებზე ფასების პროგნოზირება შეუძლებელია. ვინც ამას აკეთებს მინდა ვურჩიო, რომ ყველა ფრთხილად იყოს. არავინ  იცის რა იქნება ხვალ, პლაცზე ყოველდღე ახალი ფასი დგება და ამიტომაც პროგნოზი არასწორად მიმაჩნია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა. 

ქართულ ბაზრზე საწვავზე მაღალ ფასს იობაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის არის რუსეთის მიერ დაწყებული ომი, კონფრონტაცია ახლო აღმოსავლეთში და ეროვნული ვალუტის კურსი.

„მოგეხსნებათ, რომ რუსეთიდან შედარებით იაფ საწვავს ვყიდულობდით. ნავთობპრდუქტების ენაზე არსებობს ფორმულა „პლაცი პლიუსი“, ეს არის ევროპული ფასი, რუსეთი კი „პლაც მინუსით“ გვაძლევდა, ეს სერიოზული ფასდაკლება იყო.

ამიტომაც იყო, რომ თითქმის 4 ლარიანი საწვავი, შარშან ზაფხულში დაწყებული კლების დროს 2 ლარამდეც კი ჩამოვიდა. თუმცა მოგვიანებით რუსეთმა ნავთობის ექსპორტი აკრძალა, გამონკლისი მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებია.

ამ ყველაფერს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომი დაემატა. ყველა ქვეყანა, რომელიც ახლა ომშია სანავთობო ქვეყნებია და თუ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ნავთობის ფასზე შესაბამის გავლენას იქონიებს. უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ლარის კურსი.  მე რომ გითხრათ, რომ გაცვლით კურსს საწვავის ფასზე გავლენა არ აქვს მოგატყუებთ. საქართველო ნავთობს ყიდულობს დოლარში და ყიდის ლარში, როგორ შეიძლება აქ გავლენა არ იყოს?“  - აცხადებს იობაშვილი.

მომხმარებლებში მუდმივად არსებობს ერთი კითხვა, როგორ ხდება რომ გარე ფაქტორების გავლენა ქართულ ბაზარზე თითქმის მყისიერია?

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს კომპანიების მარაგების თაობაზე ვკითხეთ. ვახტანგ იობაშვილი გვეუბნება, რომ არც ერთ არაბრენდირებულ კომპანიას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი რომ საწვავი დიდი მარაგებით შეიძინოს, რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, იობაშვილი ამბობს რომ ისინი იმ ოდენობის იმპორტს ახორციელებენ რისი შესაძლებლობაც აქვთ, ეს კი საშუაალოდ 3-4 000 ტონაა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები